Strategic Counsel Group

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Strategic Counsel Group წარმოადგენს მაღალკვალიფიციური იურისტებისა და აუდიტორების გუნდს, რომელსაც აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ჩვენი პროფესიული კომპეტენცია ეფუძნება კომპლექსურ სამართლებრივ ცოდნას, სტრატეგიულ ხედვასა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ მიდგომებს.

ჩვენი გუნდი წარმატებით უწევს სამართლებრივ მომსახურებას მსხვილ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ, სამშენებლო, არქიტექტურულ და საპროექტო კომპანიებს, ასევე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, ადმინისტრაციულ ზედამხედველობასთან, მაღალი რისკის შემცველ კერძო-სამართლებრივ გარიგებებსა და მათთან დაკავშირებულ პოტენციურ დავებთან.

ჩვენი მომსახურების ძირითადი მიმართულება არის კლიენტისთვის ეფექტიანი სამართლებრივი თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია რისკების წინასწარ იდენტიფიცირებაზე, მინიმიზაციასა და ზიანის პრევენციაზე.

გუნდი აქტიურად მართავს წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების პროცესს, უზრუნველყოფს ხელშეკრულებების სამართლებრივ სტრუქტურირებას და ოფიციალური კორესპონდენციის წარმოებას, რაც კლიენტს აძლევს შესაძლებლობას თავიდან აიცილოს სამართლებრივი გართულებები და უზრუნველყოს ბიზნესის სტაბილურობა.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება პროცესების მრავალმხრივ ანალიზს და მათ შეფასებას ყველა დაინტერესებული მხარის პერსპექტივიდან, რაც საშუალებას გვაძლევს წინასწარ გამოვავლინოთ პოტენციური რისკები და თავიდან ავირიდოთ მოვლენების ნეგატიური განვითარება.

Strategic Counsel Group ახორციელებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების კვალიფიციურ შეფასებას და კლიენტებს სთავაზობს რეკომენდაციებს სანდო და საკმარისი ინფორმაციის საფუძვლიან სამართლებრივ ანალიზზე დაყრდნობით, რაც უზრუნველყოფს ინფორმირებული ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ ვმართავთ სამართლებრივ სტრატეგიას — ბიზნესგადაწყვეტილებას იღებს კლიენტი.

ჩვენი მიზანია, კლიენტებმა დაგვინახონ არა მხოლოდ როგორც წარმომადგენლები სასამართლოში მიმდინარე დავებზე, არამედ როგორც სტრატეგიული სამართლებრივი მრჩეველი და პარტნიორი, რომელიც მართავს კლიენტის ურთიერთობებს მესამე პირებთან, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებთან. თანამედროვე ბიზნესგარემოში სამართლებრივი რეაგირება საკმარისი აღარ არის — გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს წინასწარ ჩამოყალიბებული, გამართული და მუდმივად კონტროლირებადი სამართლებრივი დაცვის სისტემა, რომლის შექმნაც წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის ცენტრალურ ღირებულებას.

20+

წელზე მეტი გამოცდილება

უპირატესობები

რატომ ჩვენ

მუდმივი რისკ-მონიტორინგი

კონტრაჰენტებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციის კონტროლი

სახელშეკრულებო არქიტექტურის სწორად აგება

დავების ტაქტიკური დაგეგმვა და წარმოება

კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი და სანდოობა

შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა

რას გთავაზობთ

სამართალი

მულტიდისციპლინური სამართლებრივი მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს წინასახელშეკრულებო მოლაპარაკების ეტაპს, ხელშეკრულების სტრუქტურირებას, ბიზნესპროცესების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, დავების კვალიფიციურ წარმოებას

სტრატეგია

ორგანიზაციის მიზნებთან შესაბამისი ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავება, რომელიც აერთიანებს სამართლებრივ, ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებს მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად

პროექტის მართვა

ორგანიზაციის პროექტების სისტემური დაგეგმვა, მონიტორინგი და მართვა, რაც უზრუნველყოფს დროულ შესრულებას, ბიუჯეტის კონტროლსა და რისკების მინიმიზაციას

ალტერნატიული გამოძიება

საქმის ალტერნატიული გამოძიების წარმოება სრული მოცულობით, დაცვის უფლების ფარგლებში

ექსპერტიზა

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი დარგის ექსპერტიზის დანიშვნის ორგანიზება და საექსპერტო დასკვნების ეფექტიანი გამოყენება

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

კონტაქტი