რას ვთავაზობთ
ჩვენი სერვისები
სრული სამართლებრივი მხარდაჭერა — მოლაპარაკებიდან სასამართლომდე.
I. წინასახელშეკრულებო ეტაპი — მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება
ჩვენ ვმართავთ პროცესს იქიდან, სადაც იქმნება რისკი - მოლაპარაკების მაგიდიდან.
კომუნიკაციის სამართლებრივი პროტოკოლის შემუშავება და კონტროლი
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კორესპონდენციის მომზადება და წარმოება
ხელშეკრულებების იურიდიული მოდელირება და სახელშეკრულებო არქიტექტურის შექმნა
რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული მექანიზმების ინტეგრირება ხელშეკრულებაში
II. დავის დაწყებამდე — სამართლებრივი პოზიციის სტრატეგიული მომზადება
დავა იწყება ბევრად ადრე, ვიდრე ის სასამართლოში გადავა. ჩვენი მიზანია — დავაში შესვლამდე კლიენტი უკვე იყოს ნახევრად გამარჯვებული.
სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება
საჩივრების სტრუქტურირება
საქმის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და კომპლექსური ანალიზი
მტკიცებულებების მოძიება, ორგანიზება და შეფასება
შესაძლო ზიანის კალკულაცია და ფინანსური რისკების შეფასება
სამართლებრივი პოზიციის ფორმირება და არგუმენტირება
III. სამართლებრივი დავის წარმოება — სრულმასშტაბიანი წარმომადგენლობა
ჩვენ უზრუნველვყოფთ კლიენტის ინტერესების მაღალკვალიფიციურ დაცვას ყველა ინსტანციაში.
წარმომადგენლობა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების წარმოება
ფინანსური სანქციების გასაჩივრება
ქონებაზე ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები (მათ შორის, სახელმწიფოს მიმართ)
სრული საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელები, შესაგებლები, შუამდგომლობები და სხვა)
გჭირდებათ სამართლებრივი კონსულტაცია?
დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი მოგიყვანთ საუკეთესო შედეგამდე.
კონსულტაციის ჯავშნა