
ნინო ძაგანიშვილი
პარტნიორი
იურისტი 10 წელზე მეტი გამოცდილებით
ნინო ძაგანიშვილი არის Strategic Counsel Group-ის პარტნიორი და იურისტი, რომელიც სპეციალიზებულია საკორპორაციო და სახელშეკრულებო სამართალში და აქვს 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ნინოს პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას PJSC “Independent Service Company”-ში უფროსი იურიდიული მრჩევლის პოზიციაზე, სადაც ის უზრუნველყოფდა კომპანიის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, კომპანიის საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და წარმოადგენდა კომპანიას სამართლებრივ პროცესებსა და საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთობაში.
ადრეულ ეტაპზე ნინო საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სადაც ახორციელებდა სამართლებრივ ანალიზს და იყო ჩართული საკანონმდებლო და პოლიტიკის განვითარების პროცესებში.
კერძო საქმიანობის ფარგლებში ნინო უზრუნველყოფს კომპანიების სამართლებრივ მხარდაჭერას კორპორატიული მოწყობისა და სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო საკითხებზე საქართველოსა და უკრაინას შორის. მისი საქმიანობა მოიცავს კომპლექსური საერთაშორისო-სამართლებრივი ხელშეკრულებების შედგენასა და სამართლებრივ ანალიზს, ბიზნეს პროცესების სამართლებრივ უზრუნველყოფასა და სამართლებრივი რისკების შეფასებას. ნინოს განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტში.
მისი პროფესიული მიდგომა ორიენტირებულია სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, რეგულაციურ შესაბამისობასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან სამართლებრივ სტრუქტურირებაზე.
