Strategic Counsel Group
გუნდი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

პარტნიორი

LinkedIn

იურისტი მრავალწლიანი გამოცდილებით კორპორაციული, კომერციული და სამოქალაქო სამართლის სფეროებში

სალომე კობერიძე არის Strategic Counsel Group-ის პარტნიორი 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით საკორპორაციო და სამოქალაქო სამართლის სფეროებში. მისი საქმიანობა მოიცავს ბიზნეს პროცესების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით.

პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა სხვადასხვა სექტორში ოპერირებად მსხვილ ორგანიზაციებში მუშაობისას, მათ შორის, შპს „ჯიარ ლოგისტიკში“ (სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია), შპს „საქართველოს ფოსტასა“ და სავაჭრო მარკეტების ქსელ შპს “გვირილა რითეილში”, სადაც პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციების საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე.

პარალელურად სალომე კობერიძე ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას, არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი და დოქტორანტი, მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ პროექტებსა და სამართლებრივ კვლევებში.

სალომე კობერიძე არის არაერთი სტატიის ავტორი. მისი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო კომპონენტებს, მათ შორის, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლას კადისის უნივერსიტეტში (Cadiz University, Spain) და კვლევით ვიზიტს მაქს პლანკის ინსტიტუტში (Max Planck Institute for Comparative and International Private Law in Hamburg, Germany).