Strategic Counsel Group
გუნდი
შიო ვეკუა

შიო ვეკუა

ფინანსური აუდიტისა და რისკების მართვის სპეციალისტი

აუდიტისა და ფინანსური კონტროლის სფეროს პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით

შიო ვეკუა არის საგადასახადო და ფინანსური მიმართულების სპეციალისტი, რომელიც საქმიანობს კომპლექსურ საგადასახადო, ფინანსურ და სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსური მონაცემების სიზუსტეს.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავალწლიან საქმიანობას საჯარო სექტორში, მათ შორის, საქართველოს კონტროლის პალატასა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, სადაც მუშაობდა უფროსი აუდიტორის პოზიციაზე და მონაწილეობდა კომპლექსურ საგადასახადო შემოწმებებსა და ფინანსურ ანალიზში.

შემდგომში საქმიანობა გააგრძელა კერძო სექტორში, მათ შორის შპს „ლიდერფუდში", სადაც იკავებდა დირექტორის პოზიციას და ხელმძღვანელობდა კომპანიის საოპერაციო და ფინანსურ პროცესებს, აგრეთვე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტში“, სადაც იკავებდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას და უზრუნველყოფდა ფინანსური კონტროლის სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას.

შიო ვეკუა წარმოადგენს კლიენტებს საგადასახადო დავებში ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე სასამართლოში. მისი საქმიანობა მოიცავს საგადასახადო შემოწმების პროცესში კლიენტების წარმომადგენლობას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის ორგანიზებასა და ჩატარებას.

სისხლის სამართლის საქმეებში, სადაც დანიშნულია საგადასახადო შემოწმებები ან სასაქონლო, საინჟინრო და საბუღალტრო ექსპერტიზები, ჩართულია პროცესის ყველა ეტაპზე Strategic Counsel Group-ის ადვოკატებთან ერთად.

ახორციელებს ალტერნატიულ საგადასახადო აუდიტს, ფინანსური მონაცემების სისტემურ ანალიზსა და ხელს უწყობს მტკიცებულებითი ბაზის შექმნას, რაც საგადასახადო და სისხლის სამართლის საქმეებში უზრუნველყოფს ეფექტიანი სამართლებრივი პოზიციის ფორმირებას.

არის ალტერნატიული საგამოძიებო გუნდის აქტიური წევრი ისეთ საქმეებში, სადაც იურიდიული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და უზრუნველყოფს ფინანსური მიმართულების სრულ მხარდაჭერას საქმის სტრატეგიული მართვის მიზნით.