Strategic Counsel Group
გუნდი
თამარ კუჭავა

თამარ კუჭავა

მმართველი პარტნიორი დირექტორი

LinkedIn

იურისტი 20 წელზე მეტი გამოცდილებით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში

თამარ კუჭავა არის Strategic Counsel Group-ის მმართველი პარტნიორი და დირექტორი, რომელიც მუშაობს კომპლექსურ სისხლის სამართლის, ფინანსურ და კომერციულ საქმეებზე, სადაც სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს პროცესების სტრატეგიული მართვა.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე, სადაც 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფინანსური, კორუფციული და ფულის გათეთრების საქმეების გამოძიებას.

კერძო საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში თამარ კუჭავა წარმოადგენს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სისხლის სამართლის, ფინანსურ და კომერციულ დავებში, მათ შორის, სახელმწიფოს წინააღმდეგ და საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ პროცესებში. ის ემსახურება სამედიცინო, სამშენებლო, მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ სექტორებს, ახორციელებს კლიენტების ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ, სახელშეკრულებო და საგადასახადო დავებში ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების ეტაპებზე, ჩართულია FIDIC-ის და სხვა მრავალმილიონიანი ხელშეკრულებების სტრუქტურირებისა და ანალიზის პროცესებში, აგრეთვე ახორციელებს due diligence-ს და სამართლებრივი და ფინანსური რისკების შეფასებას.

პროფესიულ საქმიანობაში თამარ კუჭავა ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის, Federal Bureau of Investigation, International Monetary Fund, U.S. Department of the Treasury და University of Basel-ის ფარგლებში მიღებულ ცოდნას.

თამარ კუჭავას წარმატებული საქმიანობის შედეგია არაერთ საქმეზე მიღწეული მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგი, მათ შორის, სახელმწიფოსთვის კლიენტების სასარგებლოდ სოლიდური თანხების დაკისრება, ასევე მრავალმილიონიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე.

სისხლის სამართლის მიმართულებით თამარ კუჭავა ახორციელებს კლიენტების დაცვას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე და დაცვის ფარგლებში უზრუნველყოფს ალტერნატიული გამოძიების სრული მოცულობით წარმოებას. მისი აქტიური ჩართულობით არაერთ საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი, მათ შორის, ალტერნატიული გამოძიების წარმოეიბს შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

პარალელურად თამარ კუჭავა ეწევა აკადემიურ საქმიანობას - არის ლექტორი კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების სამართლის მიმართულებით და ტრენერი ფინანსური და კორუფციული დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიაში.